პარატაეკვანდოში პარაოლომპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანა ჯაფარიძე საქართველოში დაბრუნდა. მას აეროპორტში გულშემატკივრები დახვნენ.
ანამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უდიდესი ბედნიერებაა საქართველოს სახელის საზღვრებს მიღმა გატანა და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ საქართველო ძლიერია.
„პარაოლიმპიური მედალი ისეთი დიდი მიღწევაა, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ... თქვენით უნდა განიცადოთ, რომ მიხვდეთ, რამხელა ბედნიერებაა ის ფაქტი, რომ შეგიძლია შენი ქვეყნის სახელი საერთაშორისოდ, საზღვრებს მიღმა გაიტანო და დაანახვო ხალხს, რომ საქართველოს ეს შეუძლია. როგორ იცით, პარატაეკვანდოში არავის ჰქონია ასეთი შედეგი და ამან ორმაგად გამახარა... დაინახა ხალხმა, რომ საქართველო ძალიან ძლიერია და უნდა აღგვიქვან, როგორც სერიოზული კონკურენტები საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა ანა ჯაფარიძემ.