დახურვა
სტილი
08.09.2021

18 სექ­ტემ­ბერს პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის ჩცდ-ს მე-18 სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი სე­ზო­ნის გახ­სნას, რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბით ხვდე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად რა სი­ახ­ლე­ე­ბი ელის მა­ყუ­რე­ბელს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ამა­ზე სა­უბ­რის­გან ტრა­დი­ცი­უ­ლად თავს იკა­ვებს. ერთი კი, რაც უკვე ცნო­ბი­ლია, სე­რი­ა­ლი ორმა მსა­ხი­ობ­მა - ანი ჩი­რა­ძემ და გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილ­მა და­ტო­ვა. ამ­დე­ნად, ჩცდ სე­ზონს სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟე­ბის ჩი­კა­სა და ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის გა­რე­შე და­ი­წყებს, რაც სე­რი­ალს გარ­კვე­უ­ლად აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­ტყო­ბა. თუმ­ცა გი­ორ­გის წას­ვლა-დაბ­რუ­ნე­ბა ამა თუ იმ სე­ზონ­ზე მა­ყუ­რე­ბელს სხვა დრო­საც ახ­სოვს - მის­მა პერ­სო­ნაჟ­მაც ტრანსფორ­მა­ცია ბევ­რჯერ გა­ნი­ცა­და... ჩი­კამ კი ამ­ჯე­რად პირ­ვე­ლად და­ტო­ვა პრო­ექ­ტი. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ე.წ. „ვა­კე­ლე­ბის ხაზს“ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხა­სი­ა­თო სა­ხი­სა და „ფე­რის“ გა­რე­შე მო­უ­წევს სე­რი­ალ­ში არ­სე­ბო­ბა. AMBEBI.GE ჩცდ-ს პრო­დი­უ­სერს ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძეს ესა­უბ­რა.

- კი, ვა­დას­ტუ­რებ იმას, რომ მათ სე­რი­ა­ლი დატ­ვეს, ვი­ნა­ი­დან ერთ-ერ­თმა წი­ნა­და­დე­ბა მი­ი­ღო „ელე­ნის“ მსგავ­სი ფორ­მა­ტის შო­უ­დან, მე­ო­რემ - პრო­ექ­ტის „ნი­ჭი­ე­რი“ წამ­ყვა­ნო­ბა­ზე. სა­ერ­თოდ, ასეა - ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თონ ალა­გე­ბენ და წყვე­ტენ იმას, უპი­რა­ტე­სო­ა­ბა რას მი­ა­ნი­ჭონ. მოკ­ლედ, მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ისე­თი, რო­გო­რიც არის. მე არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია, გარ­და იმი­სა, რომ ჩვენ­თვის და­მა­ტე­ბი­თი ბო­ნუ­სი ნამ­დვი­ლად იყო მათი სე­რი­ალ­ში ყოფ­ნა. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი მსგავ­სი ფაქ­ტი, გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებ­ში ჩე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რაც სხვე­ბის­თვის პი­რი­ქით, კი­დევ ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აჩენს. ვფიქ­რობ, დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც სი­ახ­ლეს მო­ი­ტანს, რო­მე­ლიც მა­ყუ­რებ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რეო იქ­ნე­ბა.18 სექ­ტემ­ბერს სე­რი­ა­ლი ეთერ­ში დაბ­რუნ­დე­ბა - მა­ყუ­რე­ბე­ლი ბევრ სი­ახ­ლეს და სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს იხი­ლავს, რაც ისევ და ისევ ჩვე­ნი მხრი­დან იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი. ჩი­კას და ცოტ­ნეს წას­ვლა­ში ტრა­გი­კუ­ლი არა­ფე­რია. ვი­მე­ო­რებ, სე­რი­ა­ლი რე­ა­ლუ­რად რა­ღაც გა­ნახ­ლე­ბულ ეტაპ­ზე გა­და­ვა და ეს ჩვენ­თვის ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა.

- წი­ნას­წარ ხომ არ იყო სე­რი­ა­ლის გარ­კვე­უ­ლი სე­რი­ე­ბი და­წე­რი­ლი, რად­გან სი­უ­ჟეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც ჭო­რე­ბი და­დის...

- ჭო­რე­ბი და­დის, მაგ­რამ ამა­ზე სა­უ­ბა­რი რომ და­ვი­წყო, სპო­ი­ლე­რი გა­მო­ვა. ერთს ნამ­დვი­ლად ვი­ტყვი, რომ წი­ნას­წარ სე­რი­ე­ბი არ ყო­ფი­ლა და­წე­რი­ლი. სე­ზო­ნის წინ მო­ნი­ტო­რინგს ვა­კე­თებთ, ვე­სა­უბ­რე­ბით პრო­ექ­ტის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს - რო­გორც მსა­ხი­ო­ბებს, ისე - სტაფს იმის­თვის, რომ გა­ვი­გოთ, სე­ზო­ნის წინ ვის რა გან­წყო­ბე­ბი და საქ­მე­ე­ბი აქვს. მოკ­ლედ, ამის მო­ნი­ტო­რინ­გი ხდე­ბა იმის­თვის, რომ ვი­ცო­დეთ, რა რე­სურსთან გვაქვს საქ­მე, რას ვა­კე­თებთ და მხო­ლოდ ამის მერე იწყე­ბა სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბა.

- მე-18 სე­ზონ­ზე არ­სე­ბუ­ლი ხა­ზე­ბი გან­ვი­თა­დე­ბა, თუ მხო­ლოდ ახა­ლი ხა­ზე­ბი და­ი­წყე­ბა...

- არ­სე­ბუ­ლიც გან­ვი­თარ­დე­ბა და ახა­ლი ხა­ზე­ბისც და­ი­წყე­ბა, რა თქმა უნდა, ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­თა და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×