
ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქრისტინე ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, ტაისია ჰყავთ. ტაისია, დედის მსგავსად, სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად ჩნდება ქრისტინეს „ინსტაგრამზე“.
ამჯერად ქრისტინე იმედაძე სწორედ ტაისიას ვიდეოს აქვეყნებს: „გაგიგიათ, 14 წლის ბავშვი ღამის 10 საათზე კაფეში იყოს? როგორ გავაგებინოთ ბავშვს, რომ არ არის საჭირო ყიალი? მომწერეთ რჩევები“ - ამბობს ქრისტინე.