
ალექსანდრა პაიჭაძემ საყვარელი მამაკაცი საზოგადოებას და გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით წარუდგინა. მასზე ასაკით უფროსი ადამიანი, რომლის შესახებაც Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჯერ კიდევ ორი თვის წინ საუბრობდა, ბიზნესმენი დავით კოდუაა.
“მისტერ და მისის კოდუები”, – წერს ალექსანდრა ფეისბუქში და დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს.
პირველად ალექსანდრამ Ambebi.ge-სთან დაადასტურა, რომ მისი შეყვარებული ასაკით უფროსი და საზოგადოებისთვის ცნობილი მამაკაცი იყო, თუმცა მისი ვინაობა არ გაუმხელია.
ჭორებს იმის შესახებ,რომ ცნობილ მამაკაცს ოჯახი დაუნგრია, ალექსანდრა პაიჭაძემ ასე უპასუხა:
“ოჯახები თვითონ ინგრევა, მე არასოდეს მიზეზი არ ვყოფილვარ. უბრალოდ ასეთ გიჟურ პერიოდში გადავეყარეთ ერთმანეთს და უფრო ნათელი გახდა, ვის რა სურს ცხოვრებაში… უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემ ძვირფას ადამიანს”.
მოდელმა მალე ისიც განაცხადა, რომ შეყვარებულისგან ბავშვს ელოდებოდა და სქესი ტელევიზიით გაამხილა. წყვილს შვილი ნოემბრის დასაწყისში ეყოლება.
დავით კოდუა მიმდინარე წლის აპრილში ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მეუღლე, ნათია გედევანიშვილი და შვილი, კატო კოდუა მას ფიზიკურ ძალადობაში სდებდნენ ბრალს. მოგვიანებით, ბიზნესმენი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ნათიას და დავითს ოთხი საერთო შვილი ჰყავთ.
დავითი სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდის სოდის უფროსის, ერეკლე კოდუას, ძმაა.