დახურვა
სტილი
27.10.2021

ტელესახე გიორგი გაბუნია „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს და როგორც ჟურნალ „სარკეს“ ეუბნება, სწორედ ამ მიზეზით გადადო ცოლის მოყვანა. გიორგის რჩეული ნინი ფუტკარაძეა, პროფესიით იურისტი, ისიც, იუმორისტის მსგავსად, ქუთაისიდან გახლავთ. „ჩვენი სიყვარული სამი წლის წინ დაიწყო. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რადგან გვინდოდა, დიდი ქორწილი გადაგვეხადა. ახლა ეს ამბავი ცოტა კიდევ გადაიწევს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ჩემი მონაწილეობის გამო. შემდეგ კი ჯვარს დავიწერთ, ხელს მოვაწერთ და ერთ ოჯახად ცხოვრებას დავიწყებთ…“, ამბობს გიორგი ინტერვიუში.

კითხვაზე, როგორც პოპულარულ მამაკაცს, თაყვანისმცემლები ხომ არ აწუხებენ და ამაზე მისი საცოლე ხომ არ ეჭვიანობს, გიორგი პასუხობს:

„ძალიან ერთგული ადამიანი ვარ. რეალური ეჭვის საფუძველს არასდროს ვაძლევ. ზოგჯერ თაყვანისმცემლებისგან არის პატარა ინტრიგები, მაგრამ ეს სათვალავში ჩასაგდები არ არის, რადგან ჩემი საცოლე მიყვარს, მან ეს იცის და ერთმანეთს ძალიან ვენდობით…“

წყარო: ჟურნალი „სარკე“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2025 by Stily. All rights reserved
×