დახურვა
სტილი
19.03.2023

“3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან…” – ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა განაცხადა.

მწერალი ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “მე-17 სართული” გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

„დაუჯერებელი რამეა, რაც ჩემს წინააღმდეგ ხელისუფლებამ იკადრა, მე შეიძლება, მართლა შევეწირო ამას. შეიძლება, იმ ყაველაშვილს, რომელმაც გენოციდი მომიწყო, არც ჰქონია ასეთი ბოროტი განზრახვა, მაგას როგორ ვიფიქრებ, მაგრამ ვერც მიხვდა, როგორ გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ, როგორ მომიქსიეს ეს ნაძირალები იმიტომ, რომ მოვკვდე, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეთ?

3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომმ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით? საფრანგეთის აგენტობის. 

ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს? დამსმენები, ჩამშვებები და “ნასედკები” დავაბრუნოთო. ჩემზე ნუ კი ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს [გეუბნებათ] წითელსო” – აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×