დახურვა
სტილი
20.03.2023

„იმედის" ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში „პოსტივის" ტელეწამყვან შალვა რამიშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

სამხარაძე მიმართავს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც რამიშვილი ხშირად ეთერიდ ესაუბრება ხოლმე.

„ახალგაზრდებო,

ყოველჯერზე, როცა შალვა რამიშვილი მოგმართავთ ახალგაზრდებს და ბავშვებს, და ასე ხშირად აკეთებს პოსტ-ტვის ეთერიდან თავის ორ მარიონეტთან ერთად, მინდა გახსოვდეთ რომ ეს არის კაცი, რომელიც სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა.

ეს არის მოძალადე, რომელიც თავის საშინლად მიზერულ ძალაუფლებას იყენებდა იმ ბავშვების გასაყვრნელად და შესავიწროებლად, ვისაც მედია კარიერის გაკეთება სურდა.

ეს არის უბინძურესი ადამიანი, სრულად ჩამპალი მორალით რომელიც საკუთარ აღვირახსნილობას ჰედონიზმით ამართლებდა და თავად იოტისოდენა ღირსება არ გააჩნია.

კაცი, რომელიც ამაყობდა საკუთარი ამორალურობით და ღიად ყვებოდა საკუთარ მსხვერპლებზე თავის თანამშრომლებთან.

ხოლო ქართული ოცნება არის პარტია, რომელმაც ასეთ კაცს ტელევიზია გაუკეთა. რომელმაც მას უფრო მეტი ძალაუფლება მისცა ბინძური პროპაგანდის წარმოების სანაცვლოდ. ქართული ოცნება რომელიც კონსერვატიულ ღირებულებებზე და რელიგიაზე გვმოძღვრავს, არის ფარისეველი ნაძირლების თავშესაფარი.

სწორედ ისეთი ნაძირლების, როგორი კაცის სახეც შალვა რამიშვილია" , - წერს ის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×