დახურვა
სტილი
22.03.2023

20 მარტს „პოსტივის" წამყვანი - შალვა რამიშვილი ჟურნალისტმა - მაკო ჯაბუამ სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.

სამსახურში სექსუალური შევიწროების საკითხს გამოცემა „ტაბულას" რედაქტორი - თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„სამსახურში შევიწროების ქეისი არასოდეს მქონია. ერთადერთხელ მივხვდი რაღაცას, ისიც სახელი ვერც დავადე, 21 წლის ვიყავი და გამოცდილება არ მქონდა - დირექტორი როგორც მიყურებდა, არ მომეწონა და წამოვედი იმ სამსახურიდან, ეგრევე გადავედი სხვაგან. მერე ეგ კაცი სექსუალური ძალადობისთვის დაიჭირეს შვეიცარიაში და უკეთ მივხვდი, რა არ მომეწონა. მაგრამ მქონია ქეისი, რომელიც ჩემთვის ძალადობას უტოლდება. ერთი ამერიკული ორგანიზაციაა, გრანტებს გასცემს.

2017 წელს, როცა მივხვდი რომ ერთ წყაროზე დამოკიდებულება დაუშვებელია, რომ ეს განვითარებას და პროფესიული სტანდარტის შენარჩუნებას შეუძლებელს ხდის, მონობას გთხოვს - ამიტომ ტელევიზია დავხურე და ონლაინ ტაბულას დაფინანსების დივერსიფიცირება დავიწყე, ამერიკაში ვიყავი და ამ ორგანიზაციის შეფს შევხვდი.

ტაბულას პროექტი მივიტანე და მოყოლა მინდოდა - მე რას ვაკეთებ.

ამ ქალმა გამაჩერა, მითხრა რომ ჩემი პრეზენტაცია არ აინტერესებს და ორი მამრის კონფლიქტის გარჩევა მოითხოვა. ანუ მიშაზე და გიგაზე მელაპარაკე, რაზე იჩხუბეს, რა მოხდა - რა დროს ტაბულააო.

მეთქი ოკეი ქალბატონო - გაფრინდებიან შენი დაფინანსებული ენჯიოები. ცოტა შემებრალა (საბჭოთა მასწავლებლები რომ მირტყამდნენ, ეგენიც მებრალებოდნენ) - ვინ იცის გენდერული თანასწორობისთვის რამდენი გრანტი გაუცია.

ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი სამსახურებრივი გამოცდილება ეგ იყო", - წერს ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×