დახურვა
სტილი
23.03.2023

გორის საქალაქო სასამართლომ გიორგი მასხულია ნინო ადამაშვილზე ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ მასხულიას 2 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

გუშინ გორში საბოლოოდ გაიმართა ჩემი და გიორგი მასხულიას დასკვნითი პროცესი. მოძალადე საბოლოოდ დამარცხდა..(საქმე ეხება 2019 წლის აგვისტოში მომხდარ ინციდენტს) როცა მე ტელეკომპანია პოსტივიში ვმუშაობდი, და იქ ლევან კვარაცხელიასთან( რობერტო მავანთან )ერთად ვიმყოფებოდი..ის თავს დამესხა სწორედ მაშინ, როდესაც ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი! სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ცნო ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში. (126_ე მუხლში კერძოდ) შესაბამისად სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით!უღრმესი მადლობა პირველ რიგში ჩემს ადვოკატს, რომელიც დამყვებოდა წლების განმავლობაში იქ და არ მაძლევდა საშუალებას იმისას რომ ფარფხმალი დამეყარა ადვოკატი კახა მათოშვილი მადლობა პროკურორ ია მეფარიშვილს, მართალია გვიან ..დიდი ლოდინის შემდეგ,მაგრამ მაინც დადგა სიმართლის მხარეს ! მადლობა თქვენ ,ვისაც ჩემი გჯეროდათ და მამხნევებდით! ",- წერს ადამაშვილი. შეგახსენებთ, საქმე ეხება 2019 წლის აგვისტოში მომხდარ ინციდენტს, როცა ადამაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მასხულია თავს დაესხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×