
ტელეჟურნალისტ მაია ასათიანს სულ რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ ,,რუსთავი 2″-ში 20 წლიანი ცხოვრება დაესრულებინა და თავის გუნდთან ერთად “TV პირველზე” გადასულიყო. ახალ არხზე გადასვლის ტემპი იმდენად სწრაფი იყო, რომ საკუთარ თავს ემოციებში ჩაფლვის უფლება ვერ მისცა.
ყოველთვის ამბობს, რომ ნებისმიერი კრიზისი უფრო აძლიერებს. მან შეძლო ყველაზე დიდ ტრაგედიასთან – ერთადერთი შვილის, ნუცას, დაკარგვასთან, ერთად ცხოვრება. ამის მერე რა უნდა ყოფილიყო, რომ ვერ მორეოდა?!
მაია ასათიანი: ამ ეტაპზე ჩემი სრულყოფილი ცხოვრებისთვის სულ არ არის საჭირო ხელზე ბეჭედი, რადგან ასე კარგად ვგრძნობ თავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება არ მაქვს. ბევრს უკვირს, რატომ არ ვიღებ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას. უბრალოდ, არ მინდა, რადგან მიყვარს საღამოობით ჩემს ბაღში მარტო ჯდომა. როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისტორია მთავრდება, შემდეგ უკვე შემიძლია ამაზე ხმამაღლა საუბარი. ახლა ეს ეტაპი არ არის.
წყარო: ჟურნალი „სარკე“