
მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, რომელიც ხშირად ესაუბრება გამომწერებს როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ამბებზე. ამჯერად ალექსანდრა საბერძენთში 56 წლის ქართველი ქალის მკვლელობას ეხმიანება, რომელიც ასევე ქართველმა, 56 წლის კაცმა მოკლა.
„ხომ იცით, არ მომწონს ასეთი ნიუსების გაზიარება. ემიგრანტი ხარ, შრომობ, შენს საყვარელ სიცოცხლეს დღეებს ართმევ, რომ უკარგესი მეოჯახის სტატუსი არ წაგერთვას საქართველოში და მიდიხარ შორს, იქაც არასრულფასოვან ადამიანს, ქართველ კაცს აკლავ თავს! გოგოებო, ფული კაცისთვის არასდროს აკეთოთ! დაიმახსოვრეთ, გაუშვით ეგეთი კაცი
შორს! თუ ასე გიწევთ, ესეიგი დისბალანსია თქვენსა და მისი ენერგიების ცვლაში. დავიღალე ამდენი უბედური გოგოთი და ქალით. რა კარგია, ავღანეთში რომ არ ვართ?! მადლობა, ეგ თქვენთვის დაიტოვეთ, უკეთესი შეგვიძლია და უარესს არ შევედაროთ!“ - წერს მოდელი.
