დახურვა
სტილი
01.09.2021

როგორც ცნობილია, მარიტა ჯანაშია და თემო საჯაია ცოტა ხნის წინ გახდნენ მშობლები. მათ პატარა ბექა შეეძინათ. როგორც აღმოჩნდა, მარიტამ შვილს თავისი მამის - ბექა ჯანაშიას სახელი დაარქვა. მარიტამ ინტერნეტკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და ინსტაგრამზე თავისი გამომწერების შეკითხვებს უპასუხა. 

მისი თქმით, ორსულობის პერიოდში 32 კილოგრამი მოიმატა. ძირითადად, პირველ ტრიმესტრში. ახლა კიდევ 12 კილო დარჩა დასაკლები. 

პატარას ბუნებრივად კვებავს. ძიძა არ ჰყავს და ჯერ არც აპირებს აყვანას, ამბობს, რომ დედა ძალიან ეხმარება. სამსახურში გასვლასაც გეგმავს და დედ

ის იმედი აქვს ამ მხრივაც, რომ სანამ ის არ იქნება, ბებო იზრუნებს პატარა კრუასანზე, როგორც ბექას მოფერებით ეძახიან მშობლები. "ურთულესი იქნებოდა დახმარების გარეშე... ძალიან დავაფასე ის ხალხი, ვინც მარტო ზრდის ბავშვს".

მარიტამ ისიც აღნიშნა, რომ კოვიდსიტუაციის გამო, პატარა ბექა მის მოსახელე ბაბუას არ იცნობს - მარიტას მამა ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და თავად მარიტასაც ის ორი წელია არ უნახავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2025 by Stily. All rights reserved
×