
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"მირეკავს ტელეფონი, ნანუკა გილოცავ დაბადების დღეს, არ მიცნობ და არ ვიცი გახსოვს თუ არა, მე ის ქალი ვარ, ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად რომ ვიყავი და დაგირეკე, შენი იმედი მქონდა მაშინ. დიდხანს ვილაპარაკეთ და გამიშვი შენს ფსიქიატრთან, გიორგი ჭეიშვილთან და გადავწყვიტე ზუსტად ამ დღეს დამერეკა შენთვის და მეთქვა, მადლობა. ძალიან კარგად ვარ ნანუკა.საკუთარ დაბადების დღეზე, უცნობი ადამიანი რომ საკუთარი თავის სიყვარულის მიზეზს მოგცემს, ყველაზე მაგარი საჩუქარია, რაც კი შეიძლება მიიღო" - წერს ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.