დახურვა
სტილი
27.06.2024

ზაზა ფაჩულია საყვარელ ქალსა და ოჯახზე ჟურნალ „სარკის" დღევანდელ ნომერში საუბრობს:

„თიკა ახლა რომ მიყვარს, აქამდე ასე არც მყვარებია. ეს სიყვარული უფრო გაძლიერდა იმის მერე, რაც ერთად ვნახეთ და გავიარეთ ცუდი და კარგი დღეები. სირთულეები გვქონდა, ჩვენი ცხოვრება ფერადი არ ყოფილა, ამან კი უფრო გაგვაძლიერა...

ერთმანეთთან ურთიერთობის სირთულეს გულისხმობთ?

კი, ოჯახშიც და ოჯახის გარეთაც და მით უმეტეს, როცა ამერიკაში ცხოვრობ. ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც შენ გინდა. ყველა ოჯახშია უსიამოვნება. ორსულობის პერიოდი ხომ არ არის იოლი? შიშის გრძნობაცაა და სხვა რამეებიც. ერთმანეთის გვერდით დგომით გადავლახეთ ეს ყველაფერი. ცალი ფეხი ფაქტობრივად აღარ მქონდა და თიკა ყველანაირად გვერდში დამიდგა. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი არ დააფასო?!

ეჭვიანობაც იყო?

ნორმის ფარგლებში კი იყო, ორივეს მხრიდან. ასეთი შვილები მაჩუქა და არ უნდა დავაფასო?! დღეს რომ გვიყვარს ერთმანეთი, გუშინ ისე არ გვიყვარდა.

რომელი უფრო ბუტია ხართ?

თიკა რამეს გულში რომ ჩაიდებს, დიდი დრო სჭირდება მოსაბრუნებლად. რაღაცას რომ იტყვის და შეეწინააღმდეგები, უხსნი, უბრაზდები, მაინც თავისას გაიძახის, ასეაო. დრო სჭირდება, რომ მიხვდეს. მე, იცით, როგორი ვარ? ჯობია, არ გამაბრაზონ, თორემ კარგა ხნის განმავლობაში დამკარგავენ. მეც სულ მჭირდება ცოლ-შვილის გვერდზე დგომა, რადგან დიდ ენერგიას მაძლევენ. მადლობელი ვარ, რომ ისეთს მიძლებს, როგორიც ვარ..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×