დახურვა
სტილი
04.07.2024

"მე კრიტიკასაც მივიღებ, არ არის პრობლემა, მაგრამ შეურაცხყოფა სხვა არის. ჯერ, რატომ გაუკვირდათ, არ ვიცი. წლების განმავლობაში ვებრძოდი "ნაციონალურ მოძრაობას", მათ გამო ბევრჯერ დამიჭირეს, ციხეშიც ვიყავი და გატაცებულიც. "ქართული ოცნების" დაარსების დღიდან მათ გვერდით ვარ. რატომ გაუკვირდათ ჩემი პოზიცია, ვერ ვხვდები, ან რატომ იყო საწყენი?! ამოიღებენ რაღაც ვიდეოებს და წერენ: გასიებული, ბეყე. ვისაც როგორ შეგვიძლია, ისეთ ტანზე ვდგავართ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვცეკვავთ და ისე ვუდგავართ ჩვენს ქვეყანას გვერდში. ამის გამო ერთმანეთის ლანძღვა მაგარი ცუდია" - ამის შესახებ მიშა მესხმა ჟურნალ "თბილისელებს" განუცხადა.

მიშა მესხის თქმითვე, საზოგადოების მხრიდან კრიტიკას მისთვის ფსიქოლოგიური პრობლემა არ შეუქმნია, თუმცა რაღაცები სწყენია.

"ადამიანი რომ კითხულობს, ჯერ სოფო ბედია ვინ არის, მერე მისი ქმარიო და თავის გვერდზე ჩემს ვიდეოებსა და ფოტოებს აზიარებს, თუ არავინ ვართ, ნურც ჩვენით შეწუხდებით და დაკავდებით, ჩემო კარგებო. რაც შეეხება სტატუსს: "სოფო ბედიას ქმარი", ამაზე თავიდანვე ვღადაობდი და ასეა დღემდე. ეგ კი არა, პიკეს მოიხსენიებდნენ შაკირას ქმრად, მე კი არ ვედრები, მაგრამ არანაირი პრობლემა არ მაქვს სოფო ბედიას ქმრის სტატუსთან დაკავშირებით.

თუმცა, არის რაღაცები, რაც საწყენია. ამას ჩემთვის არც ფსიქოლოგიური პრობლემა შეუქმნია და არც მსგავსი რამ, მაგრად ვღადაობ, უბრალოდ, კლავიატურის ლომები არიან. თუ რამის თავი აქვთ, როცა პირადად მნახავენ, შეჩერდნენ და მითხრან თავიანთი პრეტენზიების შესახებ. აუცილებლად შესაბამის პასუხს გავცემ. ბიჭებზე მაქვს საუბარი, თორემ ქალბატონებს არც შევყვები, უბრალოდ, ტეხავს მათი საქციელი.

მამრები რომ ღადაობენ, მათ ვეტყვი, მე ქუჩაში მარტო დავდივარ და არ მეშინია. იმასაც ვეტყვი, რომ ნებისმიერს შევეჯიბრები სამშობლოს სიყვარულსა თუ გაკეთებულ საქმეებში. ბევრი დაუკრეფავში რომ გადასულა, მიმიწერია კიდეც, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია მათგან. ჯვარზე ღადაობენ, ხატზე ღადაობენ, არაფერს პატივს არ სცემენ. ქრისტეს სურათზე შეუძლიათ საოცარი წარწერების გაკეთება და დამიჯერეთ, მიშა მესხზე ღადაობა ამ ადამიანებისგან არანაირი პრობლემა არ არის. საერთოდ, 13 ათასი კომენტარი, მგონი, ცოტა არ არის და როცა ამდენი ადამიანი შენზე წერს რაღაცას, ეს თავისთავად ამბობს სათქმელს" - ამბობს მიშა მესხი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×