დახურვა
სტილი
11.07.2024

ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილის და, ნინიკო მამარდაშვილი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ტიკ-ტოკ პლატფორმაზე საკუთარ გამომწერებს ყოველდღიურ ვლოგებს უზიარებს.

ამჯერად იგი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მის ვიდეოებზე დაწერილ უარყოფით კომენტარებს ეხმაურება.

„ამ ბოლო დროს ძალიან უცნაური კომენტარები შემხვდა ჩემს ვიდეოებზე. ეს უცნაური კომენტარები ძალიან მოქმედებდა ჩემზე. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ შესაძლოა ტიკ-ტოკზე ვინმემ, რამე ცუდი დამიწეროს და რა შეიძლება დამიწეროს. შესაძლოა გააღიზიანონ ჩემმა ცანცარმა, საუბარმა ქცევებმა არ ვიცი. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ დამიწერდნენ ჩემს ძმასთან წელიწადში ოთხჯერ თუ ვიქნებოდი ეს გააღიზიანებდათ. გულწრფელად გამიკვირდა, როცა მიწერდნენ - „სულ გიოსთან ერთად როგორ ხარ, როდის თხოვდები". ერთი მახსოვს განსაკუთრებით - „ეს გოგო თავის ძმას რატო ეკვეხება".

ვინც არ იცით გიო თამაშობს „ვალენსიაში" და თუ გამიმართლა მას წელიწადში ოთხჯერ ვნახულობ. რა თქმა უნდა ცხოვრებაში ძალიან მაკლია და როცა ჩამოდის სულ ვცდილობ რომ მასთან ერთად ვიყო. ზოგადად მთელი ოჯახი ვცდილობთ რომ ეს დრო ერთად გავატაროთ",- ჰყვება ნინიკო მამარდაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×