გიტარისტი ტარიელ სუარი ჟურნალ „თბილისელებს" უყვება, სად ცხოვრობს ია ფარულავასთან დაშორების შემდეგ:
„მე ახლა სასტუმრო „ქისში" ვცხოვრობ, რომლის 20 პროცენტიც ჩემს კუთვნილებაშია, ნაწილი იასია და ნაწილი - კიდევ ერთი ადამიანის. მე ამ სასტუმროში ორი საოცარი მზარეული მყავს. არ ვიცი, ამათ ხელში როგორ გავხდები (იცინის). მყავს სამი ზედმიწევნით სუფთა დამლაგებელი, სამი სანატრელი ადმინისტრატორი, ერთი ძალიან კარგი მენეჯერი და ერთი ძმაკაცი - ბარმენი. ჩვენთან უამრავი სტუმარი ჩამოდის, გერმანიიდან ჩამოდიან ვიზიტორები ჩემი მუსიკის მოსასმენად. მეტი ფიზიკურად არაფერი მჭირდება. ეგ კი არა, ახლა რომ კარნეგი ჰოლში შემომთავაზო კონცერტი, არ დაგიმალავთ და დამეზარება..."