დახურვა
სტილი
16.08.2024

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი - ქალი მი­ლი­ონ ნა­ხე­ვა­რი გა­მომ­წე­რით ინ­სტაგ­რამ­ზე, მუდ­მი­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მას­ზე წლე­ბია ყვე­ლა­ზე მეტს ჭო­რა­ო­ბენ, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კი მე­დი­ის საყ­ვა­რე­ლი თე­მაა.

ორი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა, ზუ­რაბ ბარ­ბა­ქა­ძეს­თან და ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს­თან, რო­მა­ნე­ბი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­თან და კა­ნო­ნი­ერ ქურდ ლაშა ბა­რა­თელ­თან, ეს ის მა­მა­კა­ცე­ბია, ვის­ზეც სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია ბე­გაშ­ვილს, თუმ­ცა ის ბოლო სიყ­ვა­რულს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავს.

ვინ არის კაცი, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ზე მე­ტია ცნო­ბილ ქარ­თველ მსა­ხი­ობ­სა და ინფლუ­ენ­სერს ანე­ბივ­რებს?

შო­რე­ნას ახალ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე თბი­ლის­ში დიდი ხა­ნია ჭო­რა­ო­ბენ. ის უკვე დიდი ხა­ნია ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ჩუქ­რებს უკე­თებს, მუდ­მი­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფს საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის მოგ­ზა­უ­რო­ბას უცხო­ეთ­ში, გრან­დი­ო­ზულ და­ბა­დე­ბის დღე­ებს უხ­დის და მას­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობს. ბე­გაშ­ვი­ლი მე­დი­ას დიდი ხა­ნია არ სწყა­ლობს და მისი რჩე­უ­ლის ვი­ნა­ო­ბაც გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია.

წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ ის ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია, თუმ­ცა მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს. ამ­ჯე­რად სა­ხე­ლი­სა და გვა­რის და­წე­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებთ, თუმ­ცა, 65 წლის ბიზ­ნეს­მენს 42 წლის შო­რე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს, ანე­ბივ­რებს, უს­რუ­ლებს ნე­ბის­მი­ერ სურ­ვილს და მათი ერ­თად ნახ­ვი­სას მიხ­ვდე­ბი, რომ ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა მათ სიყ­ვა­რულს ვე­რა­ფერს აკ­ლებს.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ აღარ იღე­ბენ ფილ­მებ­ში ბე­გაშ­ვილს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, - "მე ჩემი კინო მაქვს". ასე­ვე წერს, რომ უარს ამ­ბობს, გა­და­ცე­მებ­ში სტუმ­რად სი­ა­რულ­ზე, რად­გან მოს­წყინ­და კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც უწე­რენ რომ მა­ხინ­ჯია.

შო­რე­ნა საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­ზე იშ­ვი­ა­თად წერს, თუმ­ცა მუდ­მი­ვად მი­ა­ნიშ­ნებს მის არ­სე­ბო­ბა­ზე. ამ­ჯე­რად ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ბიზ­ნეს­მე­ნი მან­ქა­ნით მიჰ­ყვე­ბა. Mr. & Mrs. - ბა­ტო­ნი და ქალ­ბა­ტო­ნი - წერს ბე­გაშ­ვი­ლი...

აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მისი ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ. ეჭ­ვებს კი ყვე­ლა ჯერ­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი აჩენ­და.

ამ­ჟა­მად შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი დი­ღომ­ში, სა­კუ­თარ ვი­ლა­ში ცხოვ­რობს. ამ­ბო­ბენ, რომ ეს სა­ჩუ­ქა­რიც საყ­ვა­რელ­მა მა­მა­კაც­მა გა­უ­კე­თა.

ფაქ­ტია, რომ ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რი და მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­საც ბევ­რმა კაც­მა ატ­კი­ნა გული, ბოლო დროს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×