დახურვა
სტილი
27.08.2024

მომღერალი ბორის ბედია პირად ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე საუბრობს.

მორიელი მამაკაცები ადვილად იპყრობენ ქალის გულს, უყვართ მათთვის სიურპრიზების გაკეთება და ამისთვის ფულს არ იშურებენ... ბორის ბედია: მხოლოდ ფული არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, ადამიანი მოგეწონოს და მასაც მოეწონო. მორიელობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ფულს იყენებ ქალის გულის მოსაგებად. მე მჯერა ზოდიაქოსი, მაგრამ მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგი ასეთია, ზოგი - ისეთი.

რაც შეეხება ქალის გულის ადვილად დაპყრობას, ესეც ინდივიდუალურია. მე მომღერალი ვარ და შეიძლება, ზოგის გული დავიპყრო, ზოგის კი - ვერა. ყველასთვის საყვარელი ვერ იქნები. არც არის საჭირო, ყველას უყვარდე. მთავარია, ვისაც საჭიროა, იმას ვუყვარვარ. თუ ვიღაცებს არ ვუყვარვარ, ეს არ არის პრობლემა. მთავარი ერთი რამ არის - შეიძლება, ადამიანი არ გიყვარდეს, მაგრამ ზოგადად, თუ მისთვის კარგის გაკეთება არ შეგიძლია, ცუდი, მით უმეტეს, არ უნდა გაუკეთო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×