დახურვა
სტილი
19.09.2024

37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 27 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი ერთ-ერთი ღა­მის კლუ­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც ambebi.ge-სთვის გახდა ცნო­ბი­ლი, ჯა­ი­ან­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად შან­ტა­ჟი და­ა­სა­ხე­ლა.

"ჯა­ი­ა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ მას მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი არ ჰქო­ნია. მისი თქმით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე მას ცო­ლად მოყ­ვა­ნას სთხოვ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბით აშან­ტა­ჟებ­და. მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, კე­სა­რი­ამ მარ­თლაც დადო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო. ჯა­ი­ა­ნი ამ­ბობს, აბ­რა­მი­ძეს­თან ასულ­მა ვნა­ხე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და წყო­ბი­დან გა­მო­ვე­დიო...“ - ჰყვება სან­დო წყა­რო.

განაგრძე კითხვა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×