ცნობილი ქართველი მსახიობები ირაკლი კვირიკაძე და ელენე მახარაშვილი დაშორდნენ. წყარო გვიყვება, რომ წყვილი დიდი ხანია, რაც ერთად აღარ არის. ელენეს წაშლილი აქვს სოციალური ქსელიდან ირაკლისთან ერთად გადაღებული ფოტოები.
მახარაშვილმა და კვირიკაძემ 2018 წელს ოფიციალურად ნიუ იორკში იქორწინეს. საქორწილო წვეულებაზე წყვილის მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.
ირაკლი კვირიკაძე საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც რეზო გიგინეიშვილმა „მძევლებში“ გეგა კობახიძის როლი ითამაშა. ბოლო ერთი წელია კი სერიალ "ცვალებად ნიშნებში" გადაიღეს. კვირიკაძე ქართველი თინეიჯერი გოგონების გულთამპყრობლად იქცა.
ელენე მახარაშვილი კი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია მათ შორის, ვინც უცხოეთში წარმატება მოიპოვა. კარიერა თბილისში, ნინო ცქიტიშვილის სააგენტო Look Models-ში დაიწყო. მალე აზიის ქვეყნებში გაემგზავრა, შემდეგ კი სამუშაოდ პარიზში, მოგვიანებით მილანში წავიდა. ამჟამად ელენე ნიუ-იორკში, სააგენტო Next Models-ის კონტრაქტორია.