UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით შონ ო მალის მიმართა. სუპერმსუბუქი დივიზიონის ახალმა დომინანტმა, ყოფილ ამერიკელ ჩემპიონს რევანში შესთავაზა. ქართველმა ჩემპიონმა ისიც აღნიშნა,რომ კიდევ ერთი მოგების შემდეგ, ის შეებრძოლება იმ მეტოქეს, რომელსაც მისთვის ორგანიზაცია აირჩევს.
"გავიგე რომ ო მალი ჩემთან ბრძოლაში თავს თვლის გამარჯვებულად და რევანშს ითხოვს. თუ მას სურს, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. 16 ნოემბერს "მედისონ სქუეარ გარდენში" და უკვე ამის შემდეგ, მე შევებრძოლები იმ მეტოქეს, რომელსაც UFC შემირჩევს"- განაცხადა დვალიშვილმა.