დახურვა
სტილი
28.09.2024

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და პა­პა­რა­ცუ­ლი ფოტო, სა­დაც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და ინფლუ­ენ­სე­რი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ერ­თად ჩანს. შო­რე­ნას რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია 23- წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბით.

წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა ურუ­შა­ძე­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ურუ­შა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს, მისი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით გუ­გლის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ. არ იძებ­ნე­ბა ასე­ვე ურუ­შა­ძის ფო­ტო­ე­ბი.

Companyinfo-ზე კი ვკი­თხუ­ლობთ, რომ ურუ­შა­ძე რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ის ასე­ვე ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის წი­ლის მფლო­ბე­ლია.

წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ წყვილს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მაა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი უკვე დიდი ხა­ნია ერ­თად არი­ან, ძვე­ლე­ბუ­რად შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან, ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ და საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი შო­რე­ნას ხში­რად ანე­ბივ­რებს ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით.

 ბე­გაშ­ვილს გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. 65 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და 42 წლის მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე ბოლო დროს თბი­ლის­ში ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ.

ცოტა ხნის წინ, შო­რე­ნა წერ­და, რომ ერთ-ერთ ვი­დე­ო­ზე, სა­დაც მისი სახ­ლი ჩანს, კო­მენ­ტა­რე­ბის ში­ნა­არსმა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და­ტო­ვა:

"კო­მენ­ტა­რე­ბი ჩა­მიგ­დეს ამ ვი­დე­ო­დან, რა გჭირთ ხალ­ხო, დამ­შვიდ­დით, დე­დის­ტო­ლა ქა­ლე­ბი ხართ, და­ოკ­დით.! კა­ცუ­ნებ­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, პირ­ვე­ლად ვნა­ხე, ადა­მი­ანს სახ­ლის მი­ლოც­ვა­ზე უწერ­დნენ, ჯო­ჯო­ხეთ­ში მოხ­ვდე­ბიო. ჩემო კარ­გე­ბო, მე ჩემი ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ვი­ა­რე. მა­გით ვერ შე­მა­ში­ნებთ, სხვა და­ნარ­ჩე­ნე­ბი - ჩემ­ზე კარ­გე­ბი და პა­ტი­ოს­ნე­ბი რომ ხართ, მე ნუ მაბ­რა­ლებთ თქვენ დამ­პალ ცხოვ­რე­ბას", - წერ­და შო­რე­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×