ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „პირველი სტუდიის" სტუმარი იყო. ნანუკამ მის ბავშვობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვობიდან ჰქონდა მიზანი, ჟურნალისტი ყოფილიყო. მაგრამ ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება შეხვდა.
„დიდი მიზანი მქონდა, რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემ თავს შევეწინააღმდეგე, მაშინ როდესაც გავთხოვდი. დღეს, ამ სასწაული თაობისთვის, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩემ დროს ქალი ან თხოვდებოდა, ან კარიერას იკეთებდა..
ცხოვრების ყველა ეტაპზე სამყარო, ღმერთი მიგზავნიდა ძალიან საინტერესო გამოწვევებს. იმისთვის, რომ რაღაცას ჩემთვის ხელი ეკრა.
ყველაზე დიდი გარდამტეხი იყო ჩემი მენტალური პრობლემები.. მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრების გარდატეხა მოვახდინე, ძველი ნანუკასგან დავტოვე ძალიან ცოტა და შევქმენი ახალი ადამიანი.
ის, რომ ფსკერხზე ხელი დამედო და ახლიდან ამომეყვინთა, აღმოჩნდა ჩემი მენტალური პრობლემები, სიკვდილის შიში, და იმის განცდა, რომ ყველაფერს კარგავ, გახდა იმის მიზეზი, რომ გადამეხედა ყვალაფრისთვის და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, იმ გზისთვის, რომელიც გავიარე..
მერე დავიწყე საკუთარი თავის გაზრდა ტრენინგებით, საინტერესო ადამიანებთან საუბრებით, მოგზაურობით, მათ შორის ინდოეთში წასვლით. ჩემი თავის ძებნა დავიწყე 2017 წლიდან, როდესაც ძალიან შემეშინდა.
აღმოჩნდა, რომ გაცილებით უფრო კარგი ტიპი ვარ, ვიდრე მანამდე ვარსებობდი. (პიროვნულ ნაწილს ვგულისხმობ). შესაბამისად დავიწყე საინტერესო ეტაპი, საკუთარ თავში მოგზაურობის", - ამბობს ნანუკა.