ირმა სოხაძე გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები" სტუმარი იყო, სადაც მან ცნობილ სიმღერაზე „ზღაპრის ბოლო კეთილია" ისაუბრა.
მომღერლის თქმით, ტექსტი მას ეკუთვნის, თუმცა სიმღერად გადაკეთების იდეა მერაბ სეფაშვილმა მოიფიქრა.
„ისე მიხარია, რომ ეს სიტყვები ფეხბურთელებსაც მოერგო, ახალგაზრდებსაც და სპორტსმენებსაც. მე ვერ მივხვდი, რომ აქედან სოლო სიმღერის გაკეთება შეიძლებოდა და ამას ვნანობ ძალიან. მირეკავს მერაბი, იცი რა, შენი ლექსი მინდა სიმღერად და ხომ არაფერი გაქვს საწინააღმდეგოო. რაზეა ლაპარაკი მეთქი. მშურს კი არა ძალიან ვდარდობ, რომ ამის გაკეთება მერაბ სეფაშვილს მოაფიქრდა და მე არა", - ამბობს ირმა სოხაძე.