დახურვა
სტილი
10.10.2024

ქართველი სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ფოტოებით ანებივრებს.

ამჯერად ის სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს:

"არ სჭირდება ლიდერ ქალს კაცი, რომელიც აგრძნობინებს, რომ მას მმართველი ჰყავს. რადგან ლიდერები ურთიერთობებში არ ეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ ისინი ლიდერობენ სხვებზე.

ერთი მარტივი მიზეზის გამო, მე ვაპირებ ძალიან ბევრს ამ ცხოვრებაში და არ მცალია სხვების დრამების მოსაგვარებლად, არც ვინმეს დაზიანებული ფსიქიკის გამოსასწორებლად.ასე რომ თქვენი დრამები დაიტოვეთ სახლში. მე არ ვარ თქვენი ფსიქოლოგი და არ მომეკაროთ პრობლემებიანი ხალხი. თუ მაინც გადაწყვეტთ ჩემს ცხოვრებაში ან საქმეებში მოვლინებას, მაშინ ნება იბოძეთ და პრობლემა მოგვარებული მობრძანდით,"- წერს ნეკა დოროყაშვილი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×