ხათუნა ხოფერია „დღის პოსტის" ეთერში საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს შვილების ყოფილი ცოლების მიმართ:
„მე თუ რძალს არ ვეყვარები, ჩემს შვილიშვილსაც არ ვეყვარები. თუ გვერდში არ დავუდგები, არც ჩემი შვილიშვილი დამიდგება გვერდით. ჩვენ უნდა გავცეთ და ვაჩვენოთ შვილებს ისეთი რამ, რაც მათ დაამახსოვრდებათ. პატიება უნდა იცოდნენ, სიყვარული. მადლობა ღმერთს, არიან ჩემი შვილების ცოლები მრავლად და აღმოჩნდა, რომ კარგები არიან, დიდი მადლობა მათ ასეთი დამოკიდებულებისთვის..."