მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ „ნიკოლოზის კითხვებს" უპასუხა.
გადაცემის ანონსში მომღერალი მის ცხოვრებაში არსებული რთული და საინტერესო ეტაპების, ასევე საკუთარ ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ ჰყვება:
„ეს არის ჩემი მოუშორებელი ტკივილი, მოუშორებელი სტრესი...
მთელი ცხოვრება ეს ქალი არის უკვე ძალიან დასჯილი, ამიტომ ეყოფა ახლა და ჩვენც უნდა გამოვიჩინოთ ადამიანობა...
ტირილი დაიწყოო რა და მე ასე არავინ მყვარებიაო, წარმოგიდგენია?
დღემდე ჩემი მოუშორებელი ტრავმაა...
დღესაც ვიცი, რომ პატრიარქს არასწორი ინფორმაცია აქვს - ის ისეთ ვაკუუმშია, ვცადე საუბარი, მაგრამ იქ არავინ მიშვებს...
იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა ვინც ეს დაისახა რომ მე მტკენოდა, გაიმარჯვეს ნამდვილად ჩემზე, იმიტომ რომ მე ეს ძალიან მეტკინა..." - ამბობს მომღერალი გადაცემის ანონსში.
გადაცემას სრულად 6 ნოემბერს 21:00 საათზე , Tvc-ის ეთერში იხილავთ.