"გამარჯობა შარა, ძალიან არ მიყვარს ეს ინტერნეტ გარჩევები... თუმცა მოგიწევს ზოგიერთი სიტყვის ახსნა" - რომან დოლიძე UFC-ის დაღესტნელ მებრძოლს პასუხობს
გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა UFC-ს დაღესტნელი მებრძოლის "შარა ბულეტ" მაგომედოვის ინტერვიუდან მონაკვეთი, სადაც ის მერაბ დვალიშვილის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაღესტანი რუსეთის ნაწილად არ შეიძლება ჩაითვალოს.
"შარა ბულეტი" რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ "მერაბ დვალიშვილს ისტორიის გაკვეთილები რომ არ გაეცდინა, ეცოდინებოდა, რომ რუსეთის იმპერია, საქართველოს დაღესტნელებისგან იცავდა...".
მებრძოლის ამბობს, რომ ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდნენ, თორემ შესაძლოა საქართველო ახლა დაღესტნის ნაწილი ყოფილიყო.