დახურვა
სტილი
01.07.2024

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა კაპიტანმა გურამ კაშიამ მოკლედ შეაფასა:

„საამაყოა, როგორ წარმოვადგინეთ ჩვენი ქვეყანა ასეთი დონის ტურნირზე. ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოვხვდით და ეს საოცარი თავგადასავალი იყო. კიდევ ერთხელ ვამაყობ ჩვენი თამაშით.

რაც შეეხება ესპანეთთან მატჩს, პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორეში, მას შემდეგ, რაც კიტეიშვილი დაგვაკლდა, თამაში შეიცვალა. საბოლოოდ გოლებიც გავუშვით და ჩემპიონატს გამოვემშვიდობეთ, თუმცა გახარებულები ვართ, რომ საკუთარი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინეთ.

თავები მაღლა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2025 by Stily. All rights reserved
×