დახურვა
სტილი
10.07.2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ, გიორგი გველესიანზე მორიგი სიუჟეტი მომზადდა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ გიორგი გველესიანის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელთანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს. როგორც "კურიერი P.S" - ის სიუჟეტიდან ირკვევა, დუდუ გველესიანს ბურთის თამაში და ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის ქალიშვილი - შაი უყვარს.

"უკვე ერთი წელია, შეყვარებულია ბუდუს და ნინის უსაყვარლეს ქალიშვილზე, შაი ზივზივაძეზე... შაი, შაი, სულ ახსენებს, არასდროს ავიწყდება, სარძლო ჯერ ვერ დავიყოლიეთ" - ამბობს ლინდა კიკოლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×