ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა და სპორტულმა კომენტატორმა ვალიდ არჩეჩოურმა გიორგი მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველის არჩევანი და მშობლიურ გუნდში დაბრუნება არასწორი გადაწყვეტილება იყო.
"დროის გასვლასთან და იმ ლაპარაკთან ერთად რაც მიქაუტაძეზე მესმის, ამ ყოველივეს გამო, უფრო და უფრო მეტად ვხვდები რომ "ლიონში" მოსვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო. მე ვსაუბრობ არამხოლოდ სპორტულ ასევე არასპორტულ ასპექტზეც.
დეტალებში არ შევალ რადგან ეს სასაცილო არ არის, მაგრამ მგონია რომ "ლიონში" დაბრუება მიქაუტაძისთვის არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება", - თქვა არჩეჩოურმა After-თან საუბრისას.
ინფორმაციისთვის, მიქაუტაძემ მიმდინარე
სეზონში "ლიონის" ფორმა 5 შეხვედრაში მოირგო, თუმცა გოლი არ გაუტანია