ლელა მებურიშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, ქალაქის პრესტიჟულ კინოსკოლაში მიიღეს! ინფორმაციას Trinity Education ავრცელებს.
არსებული ცნობით, ის კინემატოგრაფიის მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ისწავლის.
„ვულოცავთ ჩვენს ულამაზეს და ნიჭიერ ლელა მებურიშვილს ლონდონის გლობალურად ცნობილ და პრესტიჟულ ცენტრალურ კინო სკოლა Central Film School-ში მიღებას!", - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც Facebook პოსტიდან ხდება ცნობილი, ლელამ გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და პროფესიული კვალიფიკაციის დამსახურებით, 5 000 დოლარის ოდენობის სტიპენდია მიიღო და ქართული მხარის მიერ გაცემული გრანტით, სწავლა სრულად დაუფინანსდება.