უკვე წლებია, რაც ნინი ქარსელაძე მედიასთან ნაკლებად თანამშრომლობს, განსაკუთრებულად თუ თემა პირად ცხოვრებას ეხება. ნინის გაუქმებული აქვს სოციალური ქსელი "ფეისბუქი" და "ინსტაგრამზეც" იშვიათად აჩენს ფოტოებს. ერთი წლის წინ მისი დაოჯახების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოციალურ ქსელში, დედამ, ხათუნა ჟორდანიამ დაწერა, რომ - ნინი გათხოვდა.
თუმცა, როგორც მომღერალმა ახლახან თავის გამომწერებს აცნობა, 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლეს - თაზო ჯახუტაშვილს დაშორდა.
"ბოლო შანსი რომ მიგეცა შენი ყოფილი მეუღლისთვის?" - ჰკითხა ერთ - ერთმა გამომწერმა ქარსელაძეს, მომღერლმა კი ასე უპასუხა:
"შანსი იმ ადამიანს უნდა მისცე, ვინც ღირსია და ამას იმსახურებს."