დახურვა
სტილი
06.02.2023

ასტროლოგების პროგნოზით, ამ კვირაში დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც ზოდიაქოს ყველა ნიშნებზე აისახება, თუმცა მაინც არიან გამორჩეულად იღბლიანი ნიშნები და ისეთებიც, რომლებმაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. მაშ ასე:

- თქვენი ენერგოტონუსი ამ პერიოდში ძალიან მაღალია. აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ, თუმცა მოსალოდნელია ფინანსური გეგმების შეცვლა. ასევე მოსალოდნელია კოლეგებთან დაძაბულობა. დაგჭირდება დიპლომატიისა და თავდაჭერილობის გამოჩენა. თქვენთვის კარგია 9 თებერვალი და არ ვარგა 7 და 12 თებერვალი.

კურო - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, პროვოკაციები და კონფლიქტები. თქვენთვის კარგია 8 და 12 თებერვალი და არ ვარგა 10 თებერვალი.

ტყუპი - აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური ხართ, მაგრამ რადგან დედამიწა მაინც უარყოფით ენერგოველშია შესაძლებელია მაინც მოგიწიოთ დაძაბულობა და პროვოკაციებში გაბმა. თავი შეიკავეთ სულსწრაფობისგან. ყველაზე კარგია თქვენთვის 9 და არ ვარგა 7 და 11 თებერვლის რიცხვები. კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსი ძალიან დაბალია. ახალა კოსმოსი მოგიწყობთ გამოცდას, თქვენ მოგეთხოვებათ სიმშვიდისა და მოთმინების გამოჩენა. ყველაზე კარგი იქნება 7 და 11 თებერვლის დღეები და არ ვარგა 9 თებერვლის დღე.

ლომი - დინამიკური და რთული პერიოდია. შესაძლოა, დაგჭირდეთ ახლობლების და მეგობრების დახმარება. ბევრი რამ თქვენთვის სასიკეთოდ გადაწყდება. ხელსაყრელია თქვენთვის 6 და 10 თებერვალი და არ ვარგა 8 და 12 თებერვლის დღეები.

ქალწული - თქვენი ენერგოტონუსი კლებულობს, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით, ზოგადად არასტაბილური პერიოდი გაქვთ, შესაძლოა, თქვენი გეგმები შეიცვალოს. ეს კვირა მშვიდი ნამდვილად არ იქნება, ასევე თავი შეიკავეთ მგზავრობისა და მოგზაურობისაგან. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 7 თებერვალი და არ ვარგა 9 თებერვალი.

სასწორი - თქვენი ენერგოტონუსი საკმაოდ მაღალია, პერიოდი კი დინამიკური, თუმცა გარკვეული წყალქვეშა დინება თქვენზეც ახდენს უარყოფით ზეგავლენას. თქვენში ამბიცია მოიმატებს და კატეგორიული გახდებით. არ ვარგა 7 თებერვალი ხოლო კარგია თქვენთვის 10 თებერვალი.

მორიელი- თქვენთვის რთული პერიოდია, მოგიხდებათ ვალდებულებების შესრულება, მოსალოდნელია პრობლემები როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში. მოულოდნელად მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღება, რა დროსაც შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ. კარგია თქვენთვის 8 და 12 თებერვალი და არ ვარგა 6 და 10 თებერვლის დღეები.

მშვილდოსანი - თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა კი მდგრადი, თუმცა მშვიდი პერიოდი არ გაქვთ. ამ კვირაში თქვენი სარკასტული გამოთქმები და სულსწრაფობა კონფლიქტების გამომწვევი მიზეზი გახდება. კარგი იქნება 11 თებერვალი და არ ვარგა 7 რიცხვი. თხის რქა -ამ კვირაში თქვენი მთავარი საზრუნავი ფინანსური კეთილდღეობა იქნება. არ არის გამორიცხული ახალი საინტერესო წინადადების წინაშე აღმოჩნდეთ, თუმცა კარგად დაფიქრდით გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან მთლიანად არასტაბილური პერიოდია. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 8 და 12 თებერვალი და არ ვარგა 6 და 10 თებერვალი.

მერწყული - ყველზე წარმატებული და იღბლიანი ახალა თქვენ ხართ. შინაგანად ამაღლებული და ოპტიმისტური ხართ, თუმცა გირჩევთ ნუ მოჰკიდებთ ერთდროულად ხელს 10 საქმეს, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს დაძაბულობას პარტნიორებთან. ასევე ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ხარჯს. კარგია თქვენთვის 6 და 11 თებერვალი და არ ვარგა 8 რიცხვი.

თევზები - ახლა წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ემოციებს. მოსალოდნელია ფინანსური ხარჯები. გაუფრთხილდით საიდუმლოს. წინასწარ არ გათქვათ თქვენი გეგმები. ყველაზე კარგია 8 თებერვალი და არ ვარგა 11 თებერვალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×