დახურვა
სტილი
13.03.2023

„სამი გეომაგნიტური დღე და ყველაზე მძიმე კვირა მარტში", - ასტროლოგ მიხეილ ცაგარლის განცხადებით, დედამიწა უარყოფით ენერგოველშია.

რა ცვლილებებს მოიტანს გაზაფხულის პირველი თვე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ასტროლოგმა დაასახელა ის ტენდენციები, რომელიც აქტუალური იქნება მიმდინარე კვირას.

როგორც ცაგარელმა „დაიჯესტთან" საუბრისას განაცხადა, ამ კვირაში განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, აკონტროლოთ ემოციები და მაქსიმალურად ფრთხილად გაიაროთ მოეპყროთ საოჯახო ტექნიკას და ნივთებს, რაც დენთან და გაზთან არის დაკავშირებული.

„მთავარია ვიყოთ შინაგანად მშვიდად, გარეგნულად კი ყველაფერი მშვიდობიანად დალაგდება.

პირველი გაფრთხილება, ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულია.

პირველი და უმთავრესი, რა გვაქვს დღეს, ყველაზე რთული კვირაა მარტის თვეში.

დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, იყავით ყურადღებით, დაძაბულობა მატულობს, შესაბამისად ჯანმრთელობას მაქსიმალური ყურადღება და ილუზიებს.

თევზების ყველაზე ნეგატიური თვისებები წამოვლენ წინა პლანზე, ზღვარგადასული ფანტაზიები, ფიქრები წარსულზე, ზღვარგადასული თანაგრძნობა, ინფორმაციის გაცემა, ინტრიგები, ჭორების მაღალი ალბათობა.

განსაკუთრებით სიფრთხილე, გამოიჩინეთ წყალთან და ცეცხლთან. არ დაგრჩეთ, უთო, გამათბობელი სახლში, ასევე ონკანი.

ამ კვირაში, განსაკუთრებით ფინანსური პრობლემების წარმოქმნის ტენდენცია აქვთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ესენია:

ვერძი, მშვილდოსანი და ლომი იყავით ფრთხილად, თქვენ გაქვთ ახლა არნახული ხარჯის ტენდენცია, რაც შემდეგ შექმნის დაძაბულობას და ემოციური გაღიზიანებას.

რადგან დედამიწა რღვევის ენერგოველშია, ყველა ნიშანს აქვს რა თქმა უნდა შეიძლება პოზიტივიც ჰქონდეს, ასევე აქვს ნეგატიური წყალქვეშა დინებები.

მანამდე გვაქვს სამი დღე, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა, რომელიც გეომაგნიტურია, ეს დადებითია.

14 - 15 - 16 მარტი, ეს დღეები ითხოვს თქვენს ყურადღებას, რის მიმართ? ილუზიების ალბათობა ზე-მაღალია, შეიძლება იდეების რეალიზაცია ცოტა გაგიჭირდეთ, ასევე შეიძლება საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ.

პარასკევი მნიშვნელოვანია, იმით, რომ სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა, გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოში 11 აპრილამდე და ეს არის საუკეთესო პერიოდი ქორწინებისთვის, სადაც იქნება ურთიერთობა სტაბილური.

კვირას, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, სამ აპრილამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ გონებამახვილობა მოემატება ყველას, მებრძოლი სულის კვეთება, და ამავე დროს ეგოიზმი და ტენდენციები სიჯიუტისა", - აცხადებს მიხეილ ცაგარელი „დაიჯესტთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×