დახურვა
სტილი
14.03.2023

გაიცანით ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც არასდროს იხევენ უკან და თავიანთ მიზნებს ყოველთვის აღწევენ.

ვერძი

ვერძი ყოველთვის აღწევს იმას, რაც ჩაიფიქრა. მისთვის არ არსებობს გადაულახავი ბარიერი. მან იცის, როგორ მიაღწიოს სასურველს. ერთადერთი, რის გამოც მას რაიმეს მიღწევა არ შეუძლია, ისაა, რომ მალე „გადაიწვება" ხოლმე. ვერძის სურვილები მალ-მალე იცვლება, ამიტომ მან სწრაფად მისაღწევი მიზნები უნდა დაისახოს.

თხის რქა

თხის რქა თავისას ხანგრძლივი, მძიმე და მუხლჩაუხრელი შრომით აღწევს. ის არასდროს იხევს უკან თავისი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, არ ეშინია სირთულეების, მუშაობისა და არ ელოდება სწრაფ შედეგს. მას შეუძლია თავისი მოთმინებით ისეთ მწვერვალს მიაღწიოს, რომელიც სხვებისთვის წარმოუდგენელია. ეს ზოდიაქოს ყველაზე ამტანი ნიშანია.

მორიელი

კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც წარმატებებისა და მიღწევების პლანეტა მარსი მფარველობს, მორიელია. მას ძალუძს თავისი მიზნების მიღწევა. ამისთვის ის კარგად გააზრებულ გეგმასა და სხვადასხვა შემოვლით გზას იგონებს. ის არასდროს თამაშობს წესების მიხედვით, ყოველთვის ცდილობს, უფრო „ეშმაკი" და მოხერხებული იყოს და ყველაზე მალე მიაღწიოს თავის მიზანს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ის ნიშანია, რომელსაც შეუძლია თავისი მიზნების მიღწევა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გულწრფელად სჯერა თავისი წარმატებისა. მას ურჩევნია აღმოჩნდეს ხელმძღვანელ პოზიციაზე, მიაღწიოს ირგვლივ მყოფების პატივისცემას. ის ბუნებით ძალზე ჟინიანი და მიზანსწრაფულია. მშვილდოსნის ერთადერთი ხელის შემშლელი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უსაქმურობისა და დასვენების სიყვარულია.

კურო

კურო წარმატებას ყველაზე ხშირად თავისი უცვლელობითა და მუდმივობით აღწევს. ის რეალურად უყურებს ცხოვრებას და სრულიად შესაძლებელ მიზნებს ისახავს. კურო ისწრაფვის კომფორტის, ცხოვრების უზრუნველყოფის, სოციუმში კარგი მდგომარეობის მიღწევისკენ. სწორედ ამიტომ თავისი მცდელობებისა და ყოველდღიური ძალისხმევით კურო აღწევს კიდეც სასურველს. ის მეტად არის დაინტერესებული სწრაფ შედეგზე, შორს მიმავალი მიზნები მას არ აინტერესებს.

მერწყული

მერწყული, მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის ნიშანს განეკუთვნება, ამასთან, ფიქსირებული ნიშანიცაა. ეს ნიშნავს, რომ მან ყოველთვის იცის რა სურს და საკუთარ აზრს იშვიათად იცვლის. მერწყული მოქნილი ნიშანია, შეუძლია სიახლეები მიიღოს თავის ცხოვრებაში, ამასთან, თავის მიზნებს იოლად აღწევს თავისი თვისებების - გამტანობისა და საკუთარი მოვალეობების შესრულების წყალობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×