დახურვა
სტილი
20.03.2023

ასტროლოგები ასახელებენ, როგორი კვირა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

20 მარტი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და გაბედული იდეების განხორციელებისათვის იდეალურია. გექნებათ მოტივაცია, რომ რაღაცების შეცვლა დაიწყოთ და სანუკვარი ოცნებებისაკენ ერთი ნაბიჯი გადადგათ. თუ ამ დღეს ვინმე დახმარებისთვის მოგმართავთ და თქვენ მას დაეხმარებით, მაშინ სამყაროსგან კარმულად დაგიბრუნდებათ კეთილი და იღბლიანი საქმეები.

21 მარტი

ეს დღე კრეატიული და შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის შესანიშნავია. თუ დიდი ხანია, რაიმე ხელსაქმის წამოწყებას გეგმავდით, გსურდათ, რომელიმე კურსსა და მასტერკლასზე დასწრება, აუცილებლად დაიწყეთ. ამ დღის ენერგია წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ და დიდ შედეგსაც მოგიტანთ.

22 მარტი

ეს დღე საკმაოდ ემოციურია და შესაძლოა, მოულოდნელად, იმ განცდებმა და გრძნობებმა შეგახსენოთ თავი, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავთ და ტკივილს განიჭებთ. ნუ ინერვიულებთ. ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო მოვიდა და წარსულში დატოვებულ ადამიანებსა თუ ემოციებს სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოთ.

23 მარტი

თქვენი ძალისხმევა, შრომისმოყვარეობა და თავდადება შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ამ დღეს ნახავთ, რომ მცდელობები დაგიფასდათ. ეს კი კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ, რომ წარმატების მიღწევა განაგრძოთ. თუმცა, ჯობს, საკუთარი თავი არ უგულებელყოთ და დამღლელი პერიოდის შემდეგ, კარგად დასვენების შესაძლებლობა მისცეთ.

24 მარტი

უნდა გვახსოვდეს, რომ ცვლილებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი გადადება არ ღირს, განსაკუთრებით კი ამ დღეს. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, ამ დღისთვის დაგეგმეთ, რადგანაც უფრო დიდი შანსია, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

25 მარტი

ეს დღე საკუთარ თავთან ჩაღრმავებისა და ემოციების გაანალიზების დღეა. გარკვეული ტიპის შესვენება იმის გასარკვევად, სწორ გზაზე ვდგავართ, თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს გადააფასებთ და სამომავლო ნაბიჯებს დაგეგმავთ. 26 მარტი

ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის დადებითი დღე გაიხსენოთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში იყო და სამყაროს მიმართ მადლიერება გამოხატოთ. დატოვეთ ნეგატიური ემოციები წარსულში და ახალი თავგადასავლებისთვის მოემზადეთ. სამყარო თქვენს მადლიერებასა და მცდელობას აუცილებლად დააფასებს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგიტანთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×