დახურვა
სტილი
23.05.2023

ასტროლოგი, რამაზ გიგაური იუპიტერის კუროს ზოდიაქოში გადასვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ახასიატებს.

"იუპიტერის ინგრესია და ციკლები:

16 მაისი - კუროს ნიშანში გადასვლა

4 სექტემბერი - რეტროგრადული ფაზა

31 დეკემბერი - დირექტიული ფაზა

26 მაისი (2024) - ტყუპის ნიშანში გადასვლა

16 მაისს, თბილისის დროით 21:20 საათზე პლანეტა იუპიტერი კუროს ზოდიაქოში გადავიდა და აქ 2024 წლის 26 მაისამდე დარჩება.

ასტროლოგიაში პლანეტა იუპიტერი - წარმატებას, გამარჯვებას, განვითარებას და პროგრესს მართავს. კურო კი - მიწიერი, მატერიალური ნიშანია. აქედან გამომდინარე, იუპიტერის ეს ინგრესია პირველ რიგში მოიტანს მატერიალური ფორმებთან დაკავშირებულ ცვლილებებს და განვითარებას.

თუ იუპიტერის წინა (ვერძში) ინგრესია (2022 წლის 11 მაისიდან 2023 წლის 16 მაისამდე) დაკავშირებული იყო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებასთან, ინიციატივის გამოჩენასთან და ლიდერული თვისებების გამოვლენასთან, მისი კუროში ინგრესია უკვე დაუკავშირდება ამ ყველაფრის მატერიალურ ფორმაში გადატანას.

მიმდინარე პერიოდი საინტერესოა ასევე იმიტომ, რომ დასრულებულია „დაბნელებების დერეფანი", ასევე დასრულდა რეტროგრადული მერკურის ციკლი და იუპიტერიც თავის მხრივ ახალ ციკლს მატერია, ამიტომ ბევრი რამ გადაეწყობა. ადამიანები ბევრ რამეს ახლიდან ისწავლიან, რადგან იუპიტერი (სატურნის მსგავსად) - ერთგვარი მასწავლებელია (ინდურ ასტროლოგიაში იუპიტერს საერთოდ „გურუ" ეწოდება), ამიტომ ბევრი ადამიანის მსოფლმხედველობა შეიცვლება. მათ ექნებათ ახალი, ენერგიული სტიმული, რომ დაიწყონ ის ცვლილებები, რომლებსაც ამდენი ხანი ელოდნენ (კურო - იუპიტერის გაფართოვების, ექსპანსიის და გამრავლების უნარს მატერიალურ ფორმას შესძენს).

ასე რომ, შემდეგ ერთწლიან პერიოდში იუპიტერის „მასპინძელი" (მმართველი) პლანეტა ვენერა ხდება, რომელიც უპირველესად მატერიას, ფულს, სხეულს, მიწას, ხელოვნებას, სილამაზეს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ადამიანებს გაუჩნდება ძლიერი სურვილი:

• უფრო მეტად დაკავდნენ ხელოვნებით;

• თავის გარშემო შექმნან სილამაზე;

• იზრუნონ თავის თავზე, თავის სხეულზე, სწორად იკვებონ, ივარჯიშონ და სხეულის სილამაზეზე იზრუნონ;

• დაკავდნენ კულინარიით და მეტი სიახლეები შეიტანონ კვების რეჟიმში;

• გაზარდონ ფინანსური შემოსავლები;

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×