დახურვა
სტილი
09.07.2024

თხის რქა

ამ ზაფხულს სამყარო მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დაგაყენებთ, რომელსაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, შეუძლია, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. შესაძლოა, აღნიშნულ დღეს მნიშვნელოვანი ზარი ან მიმოწერა გქონდეთ, რაც თქვენზე დიდ გავლენას მოახდენს და გიბიძგებთ, რომ რაღაც შეცვალოთ. 21 ივლისს პლანეტა სატურნი კომუნიკაციების სექტორშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ გაარკვევთ ყველაფერს, რაც თქვენს პირად ცხოვრებაში ხდება. შესაძლოა, საბოლოოდ დაასრულოთ ის ურთიერთობა, რომელსაც უკვე დიდი ხანია, ბზარი გაუჩნდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გიჭირდათ ან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადატანა დაგეგმოთ.

კირჩხიბი

სავსე მთვარე თქვენი ურთიერთობების სექტორშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. პარტნიორთან, მეუღლესთან, შეყვარებულთან ერთად სახლის ყიდვა-გაყიდვა, ქორწინება, ურთიერთობის განახლება დაგეგმოთ. ასევე, შესაძლოა, 21 ივლისს თქვენმა პარტნიორმა, მეორე ნახევარმა მნიშვნელოვანი ამბავი გიამბოთ, გრძნობებში გამოგიტყდეთ და საკუთარი გეგმები გაგიზიაროთ.

ვერძი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 21 ივლისს სამყარო კიდევ ერთხელ მოგთხოვთ, რომ თქვენი პირადი მიზნები, კარიერით დაწყებული, ურთიერთობებით დამთავრებული, კიდევ ერთხელ შეაფასოთ. დიდი შანსია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ. შეიცვალოთ სამსახური, ინტერესების სფერო... პირადი ურთიერთობების კუთხით კი, შესაძლოა, საბოლოოდ დააღწიოთ თავი იმ ურთიერთობას, რომელიც თქვენთვის მორალური ტვირთია.

სასწორი

21 ივლისის სავსე მთვარე გიბიძგებთ, რომ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. დროა, პასუხისმგებლობა საბოლოოდ აიღოთ და დაფიქრდეთ, რა გსურთ სინამდვილეში. ამავდროულად, შესაძლოა, დაბრუნდეთ იმ სამსახურში, რომელიც დიდი ხნის წინ დატოვეთ, ან პირიქით, საბოლოოდ გაწყვიტოთ თანამშრომლობა იმ კომპანიასთან, რომელთანაც დღეს გაქვთ კომუნიკაცია.

ქალწული

სავსე მთვარე თქვენი ბედნიერების სექტორშია. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, საბოლოოდ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს და დიდ სიხარულსა და ბედნიერებას მოგიტანთ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა, თქვენი კავშირი რადიკალურად შეიცვალოს, ურთიერთობაში ჰარმონია იპოვოთ და ყოველდღიურობა გაიმრავალფეროვნოთ. ასევე, შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ დაქორწინება დაგეგმოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×