დახურვა
სტილი
30.09.2024

დედამიწა, ამ კვირაში, პოზიტიურ ენერგოველშია, 2 ოქტომბრიდან დაბნელების დერეფნიდან გამოვალთ. 3 გეომაგნიტური დღე, 3 ყველაზე რთულ პერიოდში - დღეს, ხვალ და ზეგ. ვისაც გყავთ მოხუცები, გულსისხლძარღვოვანი პრობლემების მქონე ადამიანები მათ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს.

„ოთხშაბათს, ახალმთვარეობა და მზის დაბნელება ერთდროულად იქნება. გამოვიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, რადგან პროვოკაციების ალბათობა დიდია.

წარმოიდგინეთ, ცის კაბადონზე შავი მთვარე, მეცხრე მოციქული სატანისა ლილიტი, შეერთებულია მზესთან, მერკურისთან და დაღმავალ კარმურ კვანძთან, რომელიც წინა, ჩვენს კარმულ ვალებთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი სასწორის ზოდიაქოში ხდება. ეს მოვლენა იწვევს ღალატს, გინდ ბიზნესსაქმიანი, გინდ სასიყვარულო ღალატი. მაღალი ალბათობაა ინტრიგებისა და ჭორების. არ აჰყვეთ მაცდუნებელ სიტყვებს. ამ დროს ცდუნებების ალბათობა მაღალია და ადამიანი არაადეკვატურია.

ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება, განსაკუთრებით, თირკმელებს, ენდოკრინულ სისტემას, ყელ-ყურ-ცხვირის ზონა სუსტდება. ალერგიული გამონაყარი, შეშუპებები, შეიძლება, წინა პლანზე წამოვიდეს, კვების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინეთ. და რაც მთავარია, წინა პლანზე უსამართლობა მოდის.

მოიმატებს ტრავმულ-ავარიული ტენდენციები, სასამართლო პროცესებისგან შორს ვიყოთ... არავითარი ზედმეტი ყიდვა-გაყიდვა. ჯობს, ამ სამი დღის განმავლობაში, ხელშეკრულებები არ დავდოთ, განსაკუთრებით, 2 ოქტომბერს.

ახალი ურთიერთობების, შესაძლოა, ფრიად სათუო იყოს. შეიძლება, ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც გაცდუნებთ და დიდ პრობლემებს შეგიქმნით," - აცხადებს ასტროლოგი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×