როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თაობაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Daily Mercado-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სენტ-ეტიენი" ახალ მწვრთნელს ეძებს.
ფრანგული გუნდი აღნიშნულ პოზიციაზე ვილი სანიოლს, პატრიკ ვიეირასა და ჟან-ლუი გასეს განიხილავს.
ჯერჯერობით თავად ვილი სანიოლის გეგმები უცნობია.
ცნობისთვის, "სენტ-ეტინიეს" ღირსებას ქართველი მოთამაშე, ზურიკო დავითაშვილი იცავს