2024 წლის ნოემბერი მორიელის ნიშნის ახალმთვარეობით დაიწყება – არაპროგნოზირებადი და იმპულსური. პერიოდი მდიდარი იქნება ემოციური რყევებით, მაგრამ ამავდროულად, ახალი მთვარე არის მომავალში პოზიტიური მოვლენების საფუძვლის ჩაყრის შანსი.
ახალი მთვარე ამ შემოდგომაზე 1-ელ ნოემბერს ამოვა.
ახალი მთვარე მორიელში
ასტროლოგები ამ ნიშანს ყველაზე არაპროგნოზირებად და იმპულსურად თვლიან და დედამიწის თანამგზავრის მორიელში ყოფნისას შესაძლებელია ემოციების აფეთქება და არასტაბილური ფსიქოემოციური მდგომარეობა. მორიელს პლუტონი და მარსი მართავენ, ამიტომ არის შანსი, რომ ბევრს ჰქონდეს რაღაცის შეცვლის საოცარი სურვილი, ასევე გარკვეული სპონტანურობა ქმედებებში.
ასტროლოგები ზოდიაქოს 5 ნიშანს ურჩევენ ფსიქიკურ ჯანმრთელობას დიდი ყურადღება მიაქციონ – თხის რქა, მშვილდოსანი, ვერძი, მერწყული და კურო. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ზედმეტად არ დაიღალონ. ამ დროს ცვლილებებს და გარდაქმნებს უნდა ელოდონ კირჩხიბები და სასწორებიც, რომლებსაც მოუწევთ სოციალური წრის „გასუფთავება“ და ნეგატივისაგან და ტოქსიკური ადამიანებისგან თავის დაღწევა.