დახურვა
სტილი
12.01.2022

ევროკავშირის წამლების მარეგულირებლის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების ხშირმა გამოყენებამ, შესაძლოა, იმუნურ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედოს. 

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) თანახმად, ყოველ ოთხ თვეში ერთხელ განმეორებითმა გამაძლიერებელმა დოზებმა შეიძლება საბოლოოდ შეასუსტოს იმუნური სისტემა.

ამის ნაცვლად, ქვეყნებმა  გამაძლიერებელ დოზებს შორის დროის ინტერვალი უნდა გაზარდონ და  ბუსტერული დოზის მიღების დრო ცივი სეზონის დაწყებას, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტრატეგიებში ასახული გეგმის შესაბამისად უნდა შეუსაბამონ.

ევროკავშირის მარეგულირებელმა ასევე აღნიშნა, რომ ორალური და ინტრავენური ანტივირუსული პრეპარატები, როგორიცაა პაქსლოვიდი და რემდესივირი, ომიკრონის წინააღმდეგ ეფექტურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×