დახურვა
სტილი
12.01.2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

კარგი ამბავი!

✅სამედიცინო პირბადე ან FFP2 /N95 / KN95 არის კორონავირუსისგან თავდაცვის საკმაოდ ეფექტური საშუალება!

✅იხილეთ ბმულში პირველი ასეთი ტიპის კვლევა, რომელიც ჩატარდა კოვიდის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებზე, გარდა ომიკრონისა, ვერ მოასწრეს ჯერ.

✅შედეგები მოკლედ

დახურულ სივრცეში თუ იყო ინფიცირებული პირი, ის სივრცე საშიშია პირველი 20 წუთი (პრინციპში 5 წუთის მერე 90% არის უსაფრთხო).

ტემპერატურა არ ამცირებს ამ დროს.

ნესტისტიანობა კი ამცირებს ამ დროს 50%-მდე.

✅მაგალითი: ბათუმში, დახურულ (ფანჯრები დაკეტილია) საკლასო ოთახში შემოვიდა კოვიდ ინფიცირებული ადამიანი და მერე გავიდა იმ ოთახიდან. ეს ოთახი, სავარაუდოდ, 5-10 წუთში არის უსაფრთხო! თუ იმავე ოთახში იქნება ორპირი, ეს ოთახი არის უსაფრთხო 2-5 წუთში!

უმაგრესი ამბავია!

✅გაანიავეთ ოთახები ყოველ 10 წუთში, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით დისტანცია და აიცერით მე-3 დოზა ფაიზერით ან მოდერნათი.

✅ერთი პატარ თხოვნა/რეკომენდაცია:

რესტორანში/კაფეში და, ზოგადად, მეგობრებთან/ნათესავებთან შეხვედრის დროს დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინირებულია 3-ჯერ და არაინფიცირებულია. 

1 ადამიანი აინფიცირებს ყველას მის ირვგლივ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ საუბრობთ, ვინაიდან, თუ ინფიცირებული ადამიანი საუბრობს, ვირუსის გავრცელების რისკი იზრდება გვერდზე მყოფი ადამიანებისთვის!

✅ყველაფერი კარგად იქნება!

ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×