დახურვა
სტილი
13.01.2022

გერმანიაში მყოფი ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში ახალ შტამ „ომიკრონთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

„კითხვებმა რომ უკვე ნორმალურ ზღვარს გადააჭარბა და უკვე ახლად ინფექციაგადატანილებს რომ ეუბნებიან საქართველოში, ეს რაც გქონდა არ იყო ომიკრონი და ომიკრონის გამო უკვე რამდენიმე კვირაში უნდა აიცრაო,

აი აქ უკვე შეუძლებელია არ მქონდეს რეაქცია.

მერე რამდენიმე ჟურნალისტის თხოვნაც შემოვიდა, ომიკრონზე რას იტყოდიო.

მოკლედ,

სანამ ომიკრონზე საუბარს დავიწყებდე, დრო ისე მირბის რომ უკვე დელტაკრონზე თუ დელტაომიკრონზე და ალფაკრონებზე მოგვიწევს საუბარი.

მოდით და იქედან დავიწყოთ, რომ მუტანტი არის საშინელი სიტყვა და არაფრით ასახავს რაიმე ორგანიზმის ქვესახეობას.

მუტაციები კი ბუნებრივია და განვიცდით ყველა.

ჯერ აქამდე არცერთი ახალი მუტაცია არ ყოფილა უფრო მეტად ,,სიკვდილისმომტანი,, ვიდრე წინა.

ისე, მუტაციებიც და მუტაციის ქვეჯგუფებიც იმდენია, რომ უკვე ვერც ვითვლით.

დაახლოებით 20მდე მუტაციაა ცნობილი და მათ ყველას მისი სახესხვაობები აქვს. 

ყველაზე ნაკლები გენეტიკური სახესხვაობებია ალფა კოვიდ მუტაციაში და ეს დღეისდღეობით 8 სახისაა, დელტა ვარიანტის 22  სახესხვაობაა ცნობილი, 

ომიკრონის ჯერეჯერობით 30 სახესხვაობაა.

ომიკრონზე თუ ვისაუბრებთ, ყველაფერი შეიძლება ითქვას და ამ ყველაფერს მინიმუმ ათი ინტერპრეტაცია ექნება.

გადამდებია?

კი, იქნება და უფრო მეტად? 

მაგრამ, ვირუსის ლასტი ლორწოვანში რამდენჯერმე ნაკლებია, ვიდრე წინა სახეობებისა,

ჰოო, მაგრამ, ბევრს ასნეულებს,

კიი, ბევრს, მაგრამ არ ასნეულებს, 99% ჯანმრთელი და  არაასაკოვანი ვერც კი გრძნობს,

ხოო, მაგრამ, მასობრივი როა, ეს 1%იც ბევრია

კიი მაგრამ იქ, სადაც ინფექციის მაჩვენებელი კვირაში 100.000 მოსახლეზე 1800 არის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იკლებს 15 მდეა, ანუ ზოგადადაც და ასაკისა თუ მძიმე ქრონიკული ავადმყოფების ჩათვლითაც კი ავადმყოფობის 1%ზე დაბლა ჩამოვდივართ ..... 

და ასე შემდეგ..... შეგვიძლია ვაგრძელოთ და ვაგრძელოთ დისკუსიები.....

მოკლედ,

ამას სადაოდ და სადისკუსიოდ კიარ ვამბობ და ვწერ.

არ მსურს საერთოდ დისკუსია, ზოგი ასეთი და ზოგი ისეთი კუთხით უდგება და ყველას თავისი სიმართლე აქვს.

მოდით და ვნახოთ ფაქტები, აბსოლუტური და 100%იანი ფაქტები, 

უფრო სწორად კი ერთი უმთავრესი ფაქტი

თუ რა გადაწყვეტილებას იღებდა 

ყოველთვის, ყოველთვის, 

ამ 2 წლის მანძილზე ყოველთვის და ერთხელაც კი ,,არანოსტრადამულად,, ვერ მოქმედი და ვერ მოაზროვნე ხელისუფლებანი 

და რას აკეთებენ ახლა?

ადრე, როცა ინფექციურობის მაჩვენებელი ასე მაღალი არ იყო და აცრილებიც საკმაოდ იყვნენ და მე საუბარი მაქვს ასე 3 თუ 4 თვის წინ, როცა თითქმის მთელმა დასავლეთმა იმ ხალხის 90% მა აიცრა, რაც ახლაც აცრილია,

აი მაშინ რა იყო?

კარანტინი იყო 2 კვირა და ვრცელდებოდა ყველა საკონტაქტო პირზე, რომელსაც კი მოიძიებდა ჯანდაცვის სისტემა.

დღეს, გაცილებით მეტი ინფექციის მაჩვენებლის დროს 

დააწესეს და შეთანხმდნენ 5 დღიან კარანტინზე და ბევრ ქვეყანაში ეს მხოლოდ ინფიცირებულს ეხება და არა კონტაქტ პერსონას.

ასე რომ,

აქედან გამომდინარე

ყველამ, აბსოლუტურად ყველამ იცის, თუ რა რაა, სად ვდგევართ პანდემიის თვალსაზრისით და საშიშროებისა თუ დაზაფრვის რა შინაგანი განცდა გააჩნიათ იმ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ.

გერმანიაში უკვე სამჯერ გადაწიეს ,,იძულებითი აცრის,, შემოღება

ახლა იმაზეა დისკუსია, რომ ამგვარ წესებზე დისკუსიააო აუცილებელიო, ასე განაცხადა ბუნდესპრეზიდენტმა, ანუ სავალდებულო აცრის შემოღებაზე ჯერ დისკუსიას აპირებს გერმანია, 

აქამდელი ვადა, მარტის ბოლოსთვის ყველა ჯანდაცვის თუ პროფესიულად მრავალკონტაქტური ადამიანი აცრილი უნდა იყოსო, აი ეს ვადა მარტის ბოლოდან ჯერჯერობით გაურკვევლობაში გადასწიეს.

ჩემის აზრით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ

იციან,

მარტის ბოლომდე ომიკრონი იქნება პანდემიიდან ენდემიურ ინფექციად კოვიდის ტრანსფორმირების გზა.

მოხუცები და მძიმე დასნეულებული ადამიანები დასაცავია,

ინფლუენცასგანაც, კორონასგანაც, პნევმოკოკისგანაც...

პაციენტის მართვის პრიორიტეტულობა წინა და წინა ხაზზე გადმოდის, 

როცა იქნება და ინტენსიურში ყველა პაციენტი აცრილ დაბუსტერებული იქნება და ბევრი ოთხჯერ და ხუთჯერ აცრილიც, ეს გარდაუვალი მომავალია, ამას არ ესაჭიროება წინასწარმეტყველება.

წინასწარმეტყველება ესაჭიროება მხოლოდ იმას, 

თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი გადაწყვეტილების მიმღები, რომელიც გადაწყვეტს, 

ჩაითვალოს თუარა აცრილად 3 თვის წინ მესამედ ან მეოთხედ აცრილი, 

თუ 6 თვის წინა აცრილი 

თუ იქნება და ყოველ თვეში აცრილი ჩაითვალოს მართლა აცრილად???.

აი ეს მართლაც ძნელი საწინასწარმეტყველოა და მე ამას არ ვამბობ ხუმრობით ან სარკაზმით.

რამდენიმე დღის წინ ერთი კარგი ბებო გარდაიცვალა, 

98 წლის ასაკში და ბოლო აცრა, მესამე აცრა ჰქონდა ნოემბერში, 

ჰოდა ეუბნება რეანიმაციის განყოფილების უფროსი ამ ქალბატონის 78 წლის შვილს, შვილიშვილებს და უკვე ზრდასრულ შვილთაშვილს, რომ 

,,ბუსტერს დრო გაუვიდა ალბათო, თითქმის სამი თვე იყო გასულიო და ამიტომ ვერაფერი მოვახერხეთო,,

აი ასეთს თუ ვკითხავთ, ვინაა აცრილი, ალბათ 30%მდე  ჩამოიწევს აცრის ქვოტა.

მოკლედ, თუ გვინდა გავიგოთ, რამდენად საშიშია ესა თუ ის ვარიანტი, მუტაცია თუ ზოგადად სიტუაცია, 

უნდა გავარკვიოთ იქედან, თუ რა შეზღუდვებს, ვის და რა პირობებში უწესებს ხელისუფალი კონკრეტულად.

ჩაატარა ფეხბურთის ჩემპიონატი ათიათასობით დამსწრეთი? 

ესეიგი არ თვლის არაფერს საშიშად და თუ კონცერტის ჩატარებას გიკრძალავს, ეს იმიტომ რომ ასე მოეხოშა, ასე სურს, სურს რომ დაგანახოს ისაა გადამწყვეტი.

არცერთი საათი არ დახურულა ამაზონის ან დეჰაელის თუ სხვა ლოგისტ გიგანტების ცენტრები, სადაც ერთ დარბაზში ათასობით ადამიანი მუშაობს

საამშნებლო ბიზნესში, ხორცის გადამუშავების ბიზნესში თუ სხვაგან ნაქირავებ დასაქმებული უცხოელები გერმანიაში ისევ 20 ადამიანი ცხოვრობს ერთადერთ კონტეინერში და არავის მოსვლია აზრად კონტეინერის ქალაქების დახურვა, სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება

20 კაცი ერთ 20 მეტრიან კონტეინერში

10 ერთ მხარეს ორ სართულად და 10იც მეორე მხარეს,

,,პროსტინით,, გაყოფილი პარცელებით.

არავის მოსვლია აზრად ამ სიტუაციის შეცვლა.

აზიულატებიც მყავს პაციენტები და აბა ნახეთ სად და რამდენი ცხოვრობს ერთ ოთახში, ერთ სართულზე, საერთო სამზარეულოთი და ტუალეტით...

არავის მოსვლია აზრად ამ პრობლემის გადაწყვეტა.

ძალიან ბევრ მოხუცთა სახლში ისევ და ისევ, გერმანიაშიც კი ერთ პატარა 10 კვადრატულ მეტრ ოთახში ორი ღრმადმოხუცია

ჩინეთი გაცილებით უფრო აშკარად გვანახებს, თუ რა და როგორ უნდა აღვიქვათ, რა ხდება საერთოდ ჩვენს ირგვლივ და რისი უნდა გვეშინოდეს.

ერთ დღეში 100 ინფექციის გამო  ჩინეთმა 13 მილიონიანი ქალაქი ჩაკეტა.

მაგრამ, მართლა ჩაკეტა?

არა,

არცერთი ფაბრიკა არ დახურულა, არცერთი მუშამოსამსახურე სახლში არ დარჩენილა,

შეზღუდვა არ შეხებია სამუშაო, ეკონომიკურ სფეროს 

ქალაქის ჩაკეტვა არ შეხებია ეკონომიკურ ლოგისტიკას და მიმწოდებელი ბიზნესის ტრანსპორტს

შეეხო მხოლოდ პირად გადაადგილებას,

შეეხო მხოლოდ პირად ცხოვრებას, პირად კონტაქტს სამუშაოს გარეთ.

ამასაც ხომ გააზრება უნდა და თუ გავაკეთებთ, მივხვდებით, თუ რა ხდება.“ -წერს იგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×