დახურვა
სტილი
08.02.2023

მოციგურავე, ანასტანია გუბანოვა არ მიიღებს მონაწილეობას მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.

საუბარია აფიშაზე, რომლის თანახმადაც, გუბანოვამ 14 თებერვალს საციგურაო ფესტივალში „შეყვარებულები ფიგურულ სრიალზე" უნდა მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ფესტივალი მოსკოვის სპორტის დეპარტამენტის მიერ ფინანსდება.

„ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონიძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს", - წერია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×