დახურვა
სტილი
31.05.2021

58 წლის ამერიკელი მსახიობი ჯო ლარა ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა მისი მეუღლეც, 66 წლის გვენ შამბლინ-ლარა და კიდევ ხუთი ადამიანი. როგორც ცნობილია, მსახიობის კუთვნილი თვითმფრინავი შაბათს ნეშვილიდან აფრინდა და პალმ-ბიჩზე უნდა დამჯდარიყო. მცირე ზომის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე პრისტის ტბაში ჩავარდა. ტრანსპორტის უსაფრთხოების ნაციონალურმა საბჭომ გამოძიება უკვე დაიწყო.

58 წლის ჯო ლარა განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალით „ტარზანი, ეპიკური თავგადასავალი“. ლარას როლებიდან ასევე აღსანიშნავია ფილმი „ტერმინატორი“ და სერიალი „მალიბუს მაშველები“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2025 by Stily. All rights reserved
×