დახურვა
სტილი
19.05.2023

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე გარდაცვლილ შვილზე მორიგ ემოციურ პოსტს ავრცელებს.

როგორც პოსტიდან ირკვევა, მოსკოვში ლევან კბილაშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა, რისთვისაც მელიტა ფურცელაძე ორგანიზატორებს მადლობას უხდის.

„ამ გაუსაძლის მეთერთმეტე თვეს წუხანდელი ღამე ყველაზე უმძიმესი იყო და როგორც აღმოჩნდა მარტო ჩემთვის არა

ეს ის მომენტია, როდესაც გული გინდა გაგისკდეს რომ ამ ყველაფერს არ უყურო, მაგრამ არ სკდება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ნახო, იტირო, იღრიალო და თან - იამაყო, იამაყო, რომ ჩემი, თქვენი, ყველას ლევანო ასეთია

როგორ მოახერხე შვილო ეს ყველაფერი

როგორ შეძელი ის, რასაც სიცოცხლეში ვერ აღწევენ ადამიანები. მსმენელის ეს რაოდენობა ცოცხალი ადამიანების კონცერტებს არ ესწრება

შენთან და შენთვის კი უამრავმა უცხო ადამიანმა მოიყარა თავი და შენს სამშობლოში კი არა, უცხო ქვეყანაში საქართველოს დროშის ფრიალში

დიდი მადლობა ბატონო დავით ჩემი და ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც გრძნობს და იცის რა კეთილ და საშვილიშვილო საქმეს აკეთებდა ლევანიკო და რომელმაც მართლა დაანახა და შეაყვარა

ლევანოს საქართველო", - წერს მელიტა ფურცელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×