დახურვა
სტილი
01.06.2021

"კორონავირუსმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სიხშირე გაზარდა" - რა არის "ჩიყვი", რა იწვევს მას და როგორია მისი მკურნალობის თანამედროვე სტანდარტიფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის მთა­ვა­რი ენ­დოკ­რი­ნუ­ლი ორ­გა­ნოა, ის გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ჰორ­მო­ნებს, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლურ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას. მისი ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა გა­ნა­პი­რო­ბებს მთე­ლი რიგი ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვას.

რა როლი აქვს ფა­რი­სებრ ჯირ­კვალს ორა­გა­ნიზ­მში, რა იწ­ვევს მის და­ზი­ა­ნე­ბას და რო­გორ უნდა ვუნ­კურ­ნა­ლოთ მას, ამა­ზე ვ.ივე­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია-მე­ტა­ბო­ლო­გია, დი­ე­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრის „ენ­მე­დი­ცი“ ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი ნა­თია ქა­თა­მა­ძე ისაუბრა:

 ყვე­ლა­ზე ხში­რად ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ზი­ა­ნე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის „არას­წო­რი“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბით, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მი აზი­ა­ნებს სა­კუ­თარ ორ­გა­ნოს, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი - ფა­რი­სებრ ჯირ­კვალს. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს იო­დის დე­ფი­ციტ­თან, ვირუ­სე­ბის და ბაქ­ტე­რი­ე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას­თან. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ ტერ­მინ­ში „ჩიყ­ვი“ სი­ნად­ვი­ლე­ში იგუ­ლის­ხმე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა მთე­ლი სპექტრი, რო­მელ­თა სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა სწორ მკურ­ნა­ლო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის მი­ხედ­ვით, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ორ პა­თო­ლო­გი­ას გა­მო­ყო­ფენ: ჰი­პო­თი­რე­ოზს, რო­დე­საც ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი ვერ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­თა­ნა­დოდ და ჰი­პერ­თი­რე­ოზს, რო­დე­საც ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი წარ­მოქ­მნის იმა­ზე მეტ ჰორ­მონს, ვიდ­რე ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა. ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გია - ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის კვან­ძე­ბი, რო­მე­ლიც ჯირ­კვლის სტრუქ­ტუ­რის დარ­ღვე­ვით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. კო­ვიდ­პან­დე­მი­ამ შეც­ვა­ლა და გა­ზარ­და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბა­თა გა­მოვ­ლე­ნის სიხ­ში­რეც. ამე­რი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებ­ში საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და ქვემ­წვა­ვე თი­რე­ო­ი­დი­ტის რი­ცხვი, რაც ზო­გა­დად არც თუ ხშირ პა­თო­ლო­გი­ას წარ­მო­ად­გენ­და. ქვემ­წვა­ვე თი­რე­ო­ი­დი­ტის სა­ფუძ­ვე­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა, სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ი­ზარ­და კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დროს ალ­ბათ ამ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბაც. კო­ვი­დი­ან პა­ცი­ენ­ტებ­ში ისე­დაც ხში­რად აღი­ნიშ­ნე­ბა მა­გა­ლი­თად, ზო­გა­დი სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ად­ვი­ლად დაღ­ლა, მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, რაც ასე­ვე ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის დრო­საც გვხვდე­ბა. ყო­ველ­თვის ვურ­ჩევთ პა­ცი­ენ­ტებს კო­ვი­დის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ შეც­ვა­ლონ/შე­წყვი­ტონ მკურ­ნა­ლო­ბა. სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს ჩვენს პა­თო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პოს­ტკო­ვი­დურ გარ­თუ­ლე­ბებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2025 by Stily. All rights reserved
×